1773690293
ირაკლი კობახიძე: დაინერგა ახალი პლატფორმები, რათა გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, შედეგიც სახეზეა - ნეპოტისტური პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, მოვახერხეთ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში 60 მლნ ლარის დაზოგვა
დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები. უკვე შედეგიც სახეზეა - არსებითად გაზრდილია ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში ნეპოტისტური პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, მოხერხდა საწარმოებში 60 მლნ ლარის დაზოგვა წლიურ ჭრილში.
„რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები. უკვე შედეგიც სახეზეა. არსებითად გაზრდილია ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში. ეს განსაკუთრებით ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ეს რა თქმა უნდა, შეამცირებს პროექტების ხარჯებსაც. როდესაც გახსნილია სისტემა, ეს პირდაპირ აისახება შესაბამისი სამუშაოების დანახარჯებზეც.
ნეპოტიზმი იყო სერიოზული პრობლემა და მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში სწორედ ამ ნეპოტისტური პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში 60მლნ ლარის დაზოგვა წლიურ ჭრილში. ასევე იყო კონკრეტული პრობლემები ენერგეტიკის სფეროში, რკინიგზის სფეროში და აქაც არსებითად შეიცვალა ვითარება. პროექტების ოპტიმიზაციის ხარჯზე 700 მილიონი ლარი დაიზოგა ერთჯერადად მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში. ასევე, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკები, პირდაპირ დაკავშირებულია კორუფციასთან. აქაც, 2 500 ნარკორეალიზარტორი დააკავეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრინციპულია ხელისუფლების მიდგომა კორუფციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1773691767












