„კიდევ ერთი ახალგაზრდა დავკარგეთ...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1733298491
გადაწყვეტილება მიღებულია - ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დებატები გაიმართება. ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი - თინათინ ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე - ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან.
დებატების ეს ფორმა თინა ხიდაშელმა თავად მოითხოვა, რასაც წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თავად შესთავაზა დისკუსია ოპონენტებს ღია ეთერში. იყო საუბარი უფრო დიდ ფორმატზეც, თუმცა ოპოზიციაში გადასული მინისტრები ისეთ დებატებს ითხოვდნენ, სადაც მაქსიმუმ 4 კაცი იქნებოდა ჩართული.
თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ დებატებთან დაკავშირებით, მისი პოზიცია არ შეცვლილა.
"ჩემი პირადი პოზიცია რჩება იგივე, რაც იყო - ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში დებატი ერთი-ერთზე, ამისთვის მზად ვარ. საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ველოდები შემოხმიანებას. ამ დებატების იდეა, ინიციატივა და კონტექსტი წინასწარ ცნობილი და გაწერილია," - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
თავის მხრივ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება: "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად."
საქართველოს პირველი არხი კი აცხადებს, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს ამგვარ დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე.