ცნობილია, ქუთაისში, მშენებლობაზე დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა
1784186470
ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე, პროგრესზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
„მოხარული ვართ და ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. დაახლოებით ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რასაც უკვე ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ჰქონდა ჩვენი ქვეყნებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული მის განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე, პროგრესზე. ყველა სფეროში ჩინეთი არის უაღრესად წარმატებული, რაც ჩინეთის ხელისუფლების, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ბრძნული პოლიტიკის შედეგია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კიდევ მეტად განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა. მოხარული ვართ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური პარტნიორობა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობას. პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.