საქართველოს მთავრობამ, საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
1736346694
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა ოჯახებს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით უსამძიმრებს.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს სოლიდარობას უცხადებს.
„ღრმად დამწუხრებული ვართ ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები დაშავებულებთანაა და ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ მძიმე დროს“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
We are deeply saddened by the devastating earthquake in China. On behalf of the people and the Government of Georgia, I extend our heartfelt condolences to the families of the deceased. Our thoughts and prayers are with the injured, and we stand in solidarity during this…
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) January 7, 2025