პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა აქ არაფერია სასპეკულაციო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულიყო, რაც უკავშირდება ფრენის მარშრუტებს და არავითარ ზიანს ეს ქვეყანას არ აყენებს.
„არის კონკრეტული ინტერესები ორი მიმართულებით - პირველი, რაც შეეხება ობსერვატორიას, მიმართვაც იყო ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს შედის ობსერვატორიის ინტერესებში, რომელსაც აქვს საქართველოში არსებობის ძალიან დიდი ტრადიციები, ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ორგანიზაციაა ჩვენთვის და მისი მხარდაჭერა არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ასევე კურორტის განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი და აქ არსებობს შესაბამისი პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულიყო, რაც უკავშირდება ფრენის მარშრუტებს და არავითარ ზიანს ეს ქვეყანას არ აყენებს, პირიქით ქვეყნისთვის სწორი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051