ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის

ირაკლი კირცხალია

უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ რადიკალებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აგენტურა ვერ ეგუება სამშობლოს და ქვეყანას იმიტომ, რომ აგენტისთვის სამშობლო და ქვეყანა არ არსებობს.

„ეს მცნება არ იციან მათ რა არის საერთოდ. ამიტომ, რომელ შეგუებაზე და შეუგუებლობაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც თვითონ და თავიანთი პატრონები დემოკრატიას ქადაგებენ და თვითონ უარყოფენ ყველაზე მთავარს დემოკრატიულ პრინციპებში - უმრავლესობის ძალას. ქვეყანაში უმრავლესობის ძალას, რომელი უმრავლესობაც საზოგადოებამ მერამდენე წელია და მერამდენე არჩევნებია უკვე დაანახა როგორც ამ აგენტურას, ასევე ამ აგენტურის დიდ აგენტურას, ამათ პატრონებს. თუ რამე შეუგუებლობაზეა საუბარი, სწორედ ესენი ვერ ეგუებიან უმრავლესობას. სწორედ ესენი ვერ ეგუებიან იმ დაკვეთას, რომელ დაკვეთასაც ჩვენ გვაძლევს საზოგადოება და რომელ დაკვეთასაც პირნათლად ვასრულებთ.

ერთია ყველაზე მთავარი, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა შეეგუა რეალურად დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას. ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის, რომ ჩვენი საზოგადოება და ქართველები შეეგუვნენ, რეალურად ნახეს, იგრძნეს რას ნიშნავს სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრება. რიგითი აგენტი, სანაია იქნება თუ სხვადასხვა სახელი-გვარი, რას ვერ ეგუება, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.