გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ციფრებში გამოხატული ნდობა საზოგადოების მხრიდან - ასე აფასებს ირაკლი კირცხალია „გორბის“ კვლევის შედეგებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ხმას ქვეყნის სუვერენიტეტს აძლევს.
„ეს არის ციფრებში გამოხატული ის ნდობა და საზოგადოების ის დაკვეთა, რაც დღეს ქვეყანაშია. საზოგადოების უდიდესი ნაწილი აძლევს ხმას ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და საზოგადოების უდიდესი ნაწილი აძლევს ხმას ქვეყნის სუვერენიტეტს. საზოგადოების უმეტესი ნაწილი აძლევს ხმას იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მიიღება ეროვნული და სუვერენული გადაწყვეტილებები“, - ამბობს კირცხალია.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.