"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გუნდმა „გარე პატრონებისგან“ პარლამენტში შესვლის დავალება მიიღო.
კირცხალია გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
„საზოგადოებამ კარგად დაინახა სცენარი და მეთოდები, რომლითაც სხვადასხვა დანაყოფი ამ სცენარს ასრულებდა. მათმა გარე პატრონებმა რეალობას თვალებში ჩახედეს, ნახეს, რა რეალობაა. გახარიას გუნდმა ახლა დავალება მიიღო – შებრძანდით პარლამენტში. თუ ჰგონიათ, რომ მათი მხრიდან ბოიკოტის შეწყვეტა საპარლამენტო ცხოვრებას რაიმეს მოუმატებს ან დააკლებს, ამას ვერ გეტყვით. მოუწევთ ქვეყანაში არსებულ რეალობასთან შეგუება, ღირსეული გადაწყვეტილებების მიღება. მათი მიზანია, თავიანთ დღის წესრიგზე გადაგვიყვანონ, როგორც პროქსი სახელმწიფოები აკეთებენ და ევროპის შუაგულშიც კარგად ვხედავთ. ეს ჩვენთან არ გამოუვათ. მივლენ გადაწყვეტილებამდე, რომ როგორც პარტნიორებს, ისე გვესაუბრონ, სადაც მათი და ჩვენი ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.