ირაკლი კირცხალია: ჩვენთვის ევროკავშირი და აშშ იყო ყოველთვის იდეა და ღირებულებები. ჩვენ ამ ღირებულებებს ვცემთ პატივს

ირაკლი კირცხალია

ხშირად არის ხოლმე ჟურნალისტებისგან, მედიასთან კომუნიკაციაში დასავლეთს მოვიხსენიებთ. დასავლეთში ყოველთვის მოიხსენიება ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ. ყოველთვის ვიტყვით და ქმედებით დავამტკიცებთ ჩვენ, რომ ევროკავშირი და აშშ ჩვენთვის, ქვეყნისთვის არასდროს ყოფილა რაღაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების პოლიტიკური განცხადებები და ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ჩვენთვის ევროკავშირი და აშშ იყო ყოველთვის იდეა და ღირებულებები. ჩვენ ამ ღირებულებებს ვცემთ პატივს და მინდა ხაზგასმით ვთქვა, როდესაც ვსაუბრობთ პატრონებზე აქ ჩვენ მკაფიოდ და ხაზგასმით ვგულისხმობთ იმ კონკრეტულ რაღაც ლობისტურ ჯგუფებს, რომლებმაც თვითლუსტრაცია მოახდინეს განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.