რა იყო გეგა კობახიძის უკანასკნელი სიტყვები - „ერთი სართულით ზევით პატიმარი ქალები ტირილით მღეროდნენ“
1741070544
არაფერი შეიცვლება, სანამ ევრობიუროკრატია საბოლოოდ არ განთავისუფლდება „დიფ სთეითის“ საცეცებისგან და ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ტრამპს ამ გამოცხადებულ ძალიან სერიოზულ ბრძოლაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.
წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ ხედავს ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ევროკავშირთან მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა.
„ბაიდენის ადმინისტრაციის დროს სრული სინერგია იყო ევროკავშირთან და ორკესტრირებულად მიმდინარეობდა შეტევა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთლიანად რეგიონზე. იცით თქვენ, რამხელა ბულინგს და ზეწოლას გაუძლო ქვეყანამ „ქართული ოცნების“ პირობებში. ომის ქარცეცხლში მშვიდობა შევინარჩუნეთ, ბომბები არ გვაცვივა თავზე და ჩვენი შვილები მშვიდობიანად მიდიან სკოლებსა, თუ სამსახურებში, მშვიდობაა ქვეყანაში და ეკონომიკური ზრდა. აშშ-ის პარალელურად, ვხედავთ, რომ ევროკავშირშიც მოდის საღი აზრი, ხდება ფორმირებები, მაგრამ ე.წ. გლობალურ ომის პარტიას ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადგმული.
როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, რომ მერკანტილური მიზნებიც ამოძრავებთ, როგორ უნდა მივიღო რაიმე კრიტიკა. ღვინის კულტურად არ აქვთ და მხოლოდ ამ მიმართულებით ზოგიერთ ქვეყანას 2022 წლის შემდეგ, ანტირუსული რიტორიკის მიღმა საშუალოდ 22%-ითაა ღვინის ექსპორტი გაზრდილი და ვაჭრობა ისტორიულ მაქსიმუმზეა რუსეთთან. დავანებოთ თავი ბალტიისპირეთს. წამყვანი, ცენტრალური ევროპის ქვეყნები, რომლებიც არ ერიდებოდნენ წინასაარჩევნო პროცესში, ჩვენს შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევას, ანტისამთავრობო მიტინგებზე იდგნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები. რა უნდა გაგვიკვირდეს?!
არაფერი შეიცვლება, სანამ ევრობიუროკრატია საბოლოოდ არ განთავისუფლდება „დიფ სთეითის“ საცეცებისგან და ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ტრამპს ამ გამოცხადებულ ძალიან სერიოზულ ბრძოლაში“, - აღნიშნა კირცხალიამ.