ირაკლი კირცხალია 3 ოპოზიციური პარტიის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მიმართვაზე: ეს არის ის დანაყოფთა ჯგუფი, რომელსაც არ აინტერესებს თავისი ქვეყანა, არ აინტერესებს ქვეყნის სუვერენიტეტი და არაფერი ეროვნული

კირცხალია

ეს არის ის დანაყოფთა ჯგუფი, რომელსაც არ აინტერესებს თავისი ქვეყანა, არ აინტერესებს ქვეყნის სუვერენიტეტი და არაფერი ეროვნული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

„მხოლოდ და მხოლოდ არიან ორიენტირებული ერთ რამეზე, ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

3 ოპოზიციური პარტია მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, „ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება“. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.