9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა
1793345700
საქართველოში ადგილი აქვს ისტორიულ პროცესს, როდესაც ყოფილი მმართველი ძალა სამართლდება იმ გადაცდომებისთვის, უკანონობისთვის, რაც ჩაიდინა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, მექანიზმი, რომელიც იმუშავებს ახლაც და კიდევ მინიმუმ, ორი თაობა იმუშავეს, ისევე, როგორც ნიურნბერგის პროცესმა იმუშავა. გოგავა მიიჩნევს, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი საქართველოს მომავლისთვის.
მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე ევროპარლამენტის აღშფოთება ამ თემაზე, ჩვენთვის ლეგიტიმური ვერ იქნება, რადგან ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია.
გოგავა ასევე გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებასაც, რომელიც მიიჩნევს, რომ აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტი უნდა იყოს დაცული.
„ვფიქრობ, ჰკითხონ, ევროკავშირის ყოფილი კომისარს, ტომას ჰამერბერგს, რომელმაც რეკომენდაცია მოგვცა კასრებში არსებული, 20 ათასზე მეტი წამების ვიდეოების განადგურების შესახებ. აი, ტომას ჰამერბერგს ჰკითხონ, რა აზრი აქვს კონკრეტულად ამ პროცესზე და სამართლებრივ პროცედურებზე“, - განაცხადა გოგავამ.
მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს და მართლმსაჯულებას მიუთითოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„არის რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც პარტიები აიკრძალა, შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი იყო შეტანილი, სასამართლომ გამოიტანა ისეთი ამორფული გადაწყვეტილება, რომ რაღაც ნიუანსს არ ეთანხმება, მაგრამ არაფერი - ეს პარტიები დარჩნენ აკრძალული“, - განაცხადა გოგავამ.
ასეთ მაგალითად მან თურქეთსა და საბერძნეთში რამდენიმე პარტიის გაუქმება დაასახელა.