ირაკლი ღარიბაშვილმა მომავლის ენერგიის მუზეუმი „ნურ-ალემი“ დაათვალიერა

irakli gharibashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულთანში მომავლის ენერგიის მუზეუმს „ნურ-ალემს'“ ეწვია და დელეგაციასთან ერთად მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერა.

მომავლის ენერგიის მუზეუმი ყაზახეთის რესპუბლიკაში პირველი ტექნოლოგიური მუზეუმია. შენობა 8-სართულიანია და თითოეულ სართულზე სხვადასხვა კონცეფციაა წარმოდგენილი. მუზეუმში წარმოდგენილია: ნურ-სულთანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვის პროექტები, კოსმოსის შეუსწავლელი სივრცის საიდუმლოებები, „კოსმოსური კვლევის გვირაბი“.

მუზეუმში წარმოდგენილი „მზის ბურთი“ მზეზე მიმდინარე პროცესებსა და ვარსკვლავების ენერგეტიკულ პოტენციალს აჩვენებს.