ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პრაღაშია. ჩეხეთში ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი იწყება, რომელშიც საქართველოს პრემიერ მინისტრიც იღებს მონაწილეობას.

ჩეხეთის დედაქალაქში დაგეგმილ სამიტზე, რომელიც დღეს და ხვალ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები. ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ამ ფორმატში პირველად იკრიბებიან. მაკრონის ინიციატივით ევროპელი მაღალჩინოსნები არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. დრო სხვა პრობლემური საკითხების განხილვასაც დაეთმობა. საქართველოს მთავრობის მეთაური ამ ტრიბუნასაც გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ ქვეყანა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად მზად არის. ამასთან ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ მაღალი დონის თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.