ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ბოლო დღეებში ჩვენ გვესმის პრობლემა „ბორჯომთან“ დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ „ბორჯომის“ მესაკუთრე არის სანქცირებული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ამის თაობაზე, მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის მოტივაციაა ის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ქვეყნის ეროვნული ინტერესები ყველა მიმართულებით.
„მთავარი ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები ყველა მიმართულებით, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ენერგეტიკა, ეკონომიკა თუ სხვა. მაგალითად, ბოლო დღეებში ჩვენ გვესმის პრობლემა „ბორჯომთან“ დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ „ბორჯომის“ მესაკუთრე არის სანქცირებული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ამის თაობაზე მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. მე არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები “, - განაცხადა პრემიერმა.