ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება

irakli garibashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსამართლეებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უზენაეს სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრა უკავშირდება აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის დასანქცირებას, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განცხადებით მიმართა პრემიერ-მინისტრს და მასთან შეხვედრა მოითხოვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.