ირაკლი ღარიბაშვილი - არა ერთი შეხვედრა, სატელეფონო საუბარი მქონდა ევროპელ ლიდერებთან

პრემიერ-მინისტრი

საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა, ესაა კონსტიტუციით დადგენილი, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ წესებს და კანონებს საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა, ესაა კონსტიტუციით დადგენილი და რა თქმა უნდა ყველამ პატივი უნდა სცეს ამ წესებს და კანონებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, პირადად მან და საგარეო საქმეთა მინისტრმა არა ერთი შეხვედრა გამართეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან, რომლის ფარგლებშიც ისაუბრეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და წარდგენილ განაცხადზე.

„მინდა, ყველას შევახსენო, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაიწყო ეს პროცესი, ომის დაწყების დღიდან, პირველივე დღიდან, მას შემდეგ, რაც სამ მარტს იცით, რომ მე ხელი მოვაწერე განაცხადს, რომელიც წარვადგინეთ ბრიუსელში, არა ერთი შეხვედრა, რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის პირადი შეხვედრები, სატელეფონო საუბარი, მქონდა გახსოვთ თქვენ ევროპელ ლიდერებთან. მათ შორის იმ ქვეყნების ლიდერებთან, რომლებსაც, ეს საჯარო ინფორმაციაა, განსაკუთრებული სკეპტიციზმი აქვს ზოგადად ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს ერთი. ამას გარდა, მე პირადად ვიყავი ჩასული ბრიუსელში, ვესაუბრე ყველა ხელმძღვანელ პირს, მივიღე მონაწილეობა არა ერთ შეხვედრაში, სხვადასხვა ფორმატში და რა თქმა უნდა, მე საჯაროდ, მათ შორის, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ასევე, ახლა, მოგეხსენებათ, ბრატისლავაში ვიმყოფებოდი, სადაც ვისაუბრე ამ პერსპექტივაზე, რომელიც უკავშირდება განაცხადის შეტანას და საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა 20 შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ჩვენ, პრაქტიკულად, ყველა, ასე ვთქვათ, ქვეყანა დავფარეთ, ყველასთან გვქონდა აქტიური მუშაობა, აქტიური. პირადად მე და მთელი საგარეო გუნდი, მთელი ჩვენი ელჩები, დიპლომატიური კორპუსი იყო ჩართული ამ პროცესში. საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა, ესაა კონსტიტუციით დადგენილი და რა თქმა უნდა ყველამ პატივი უნდა სცეს ამ წესებს და კანონებს,“- აღნიშნა პრემიერმა.