ირაკლი ფავლენიშვილი: უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების მოსაგვარებლად სამი საკითხის მოგვარებაა აუცილებელი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

ირაკლი ფავლენიშვილი

უკრაინას კონკრეტული დღის წერიგი აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების მოსაგვარებლად სამი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაა აუცილებელი.

„სამი მნიშვნელოვანი ასპექტია. პირველია საქართველოს მხრიდან ანტიუკრაინული კამპანიის და ისტერიის შეწყვეტა, რომელსაც წინასაარჩევნოდ და ყოველდღიურადაც ვადევნებდით თვალს; მეორე ნაწილია, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, რადგან ის გახლავთ, მათ შორის, ზელენსკის მთავრობის წევრი და მესამე – ჰუმანიტარული საკითხია, რომელიც, პირველ რიგში, ლარსს უკავშირდება. ეს სამი საკითხი თუ არ მოგვარდა, ვერ მოგვარდება ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.