მძიმე ავარია ხაშურში - დაშავებული ახალგაზრდები თბილისში გადმოიყვანეს
1756904642
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯონათან ადამსთან და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ ენდრიუ ანდერვუდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახლად დანიშნული ატაშე და ODC-ის უფროსი თავდაცვის მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა წარუდგინა.
„თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ჯონათან ადამსსა და ვიცე-პოლკოვნიკ ენდრიუ ანდერვუდს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.