1692302192
ირაკლი ჭეიშვილი: ზოგადად ხედვა, პოლიტიკა ამერიკის ახლანდელი ხელისუფლების იმავენაირია, როგორიც ჩვენი - ტრამპი ზუსტად იგივე რიტორიკით, მოწოდებით, კანონებით უპირისპირდება გლობალურ ომის პარტიას

ზოგადად ხედვა, პოლიტიკა ამერიკის ახლანდელი ხელისუფლების იმავენაირია, როგორიც ჩვენი - ტრამპი ზუსტად იგივე რიტორიკით, მოწოდებით, კანონებით უპირისპირდება გლობალურ ომის პარტიას, - განაცხადა ფრაქცია „დღის ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
„ზოგადად, ეს წლები ჩვენ ვიძახდით, რომ გარე ძალების და მათ შორის „დიფ სტეიტის“ მიერ ფინანსდებოდა, წახალისება ხდებოდა რევოლუციური სცენარების. სამი თუ ოთხი რევოლუციის წარუმატებელი მცდელობა იყო საქართველოში. ცალსახად იგივე თქვა დონალდ ტრამპმაც და მისი გადაწყვეტილება პირდაპირ ნიშნავს არასამთავრობოების დაფინანსების შეჩერებასაც. როგორც ჩვენ ვიძახდით, ეს დაფინანსებები მიდიოდა მხოლოდ არეულობებისთვის, რომ ქვეყნები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს ატარებდნენ და ეს ფასეულობები ჰქონდათ წინ წამოწეული, ჩაეხშოთ, დაპირისპირებები მომხდარიყო ერებს შორის. ზოგადად, ხედვა, პოლიტიკა ამერიკის ახლანდელი ხელისუფლების იმავენაირია, როგორიც ჩვენი. ეს ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, რომელიც მივიღეთ ჩვენ და ამის გამო დაძაბულობა გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ევროპასთან. იმავეს ამბობს ტრამპიც, იგივე კანონი მიიღო მანაც, რომ არსებობს ორი სქესი, ქალის და მამაკაცის და შესაბამისად, ქალი ქალია და კაცი - კაცი. ჩვენ ევროპელები გვთხოვდნენ, რომ ეს კანონი უკან გაგვეწია. გადახედეთ ახლა ნებისმიერ ჩვენ პროცესს, რაც მიმდინარეობს საქართველოში, აქციები, შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, ეკლესიაზე, ყველაფერ ქართულზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ჩვენს გატარებულ ნებისმიერ პოლიტიკაზე. ახლა ესენი არიან შავ დღეში. იმავენაირად ტრამპი ზუსტად იგივე რიტორიკით, მოწოდებით, კანონებით უპირისპირდება გლობალურ ომის პარტიას. რა თქმა უნდა, დრო უნდა, ერთ დღეში ყველაფერი ვერ იქნება“,- აღნიშნა ჭეიშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ის 90 დღით აჩერებს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას.