ირაკლი ჭეიშვილი ნანა ყეინიშვილზე: სალომე ზურაბიშვილს არაერთი მსგავსი თანამდებობის პირი ჰყავს თავის დროზე წარდგენილი... დაველოდოთ გამოძიების დასკვნას

ირაკლი ჭეიშვილი

ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ინტერესი - როგორ ცდილობდა ზურაბიშვილის პროტეჟე ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

ეროვნული ბანკის საბჭოში ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. ამის მიზეზად კი ეროვნულ ბანკში მანკიერი პროცესის ლუსტრაციის გამოვლენა დაასახელა.

მმართველ გუნდში ზურაბიშვილის მიერ შერჩეული კადრისგან არაფერი უკვირთ, რადგან ექსპრეზიდენტი მუდმივად არაკვალიფიციურ გადაწყვეტილებებს იღებდა.

"სალომე ზურაბიშვილს არაერთი მსგავსი თანამდებობის პირი ჰყავს თავის დროზე წარდგენილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, არ არსებობს რეგალია, არ არსებობს თანამდებობა, არ არსებობს მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, ვისაც ექნება გადაცდომა, აუცილებლად რეაგირება იქნება მკაცრი.შესაბამისად, არც ახლა აყოვნებს პროკურატურა და შესაბამისად მიმდინარეობს გამოძიება. დაველოდოთ გამოძიების დასკვნას. ზურაბიშვილის ფაქტორი ზოგადად პრობლემაა საქართველოსთვის და იყო თავის დროზეც და არა მხოლოდ ახლა. აქედან გამომდინარე, ახლა ზურაბიშვილის პროტეჟე იქნება ზუსტად მსგავსი ადამიანი, ვინც მსგავსი საქმიანობით იქნება დაკავებული", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჭეიშვილმა.

✕