„იქ, სადაც არის მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები“ - ნიკა მელია

ნიკა მელია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდა, რამაც ხიდები ჩატეხა, ეს გამოიწვია არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებმა, არამედ იმან, რაც მოხდა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებიდან ხუთ დღეში. დღესაც ვერ მოვუძებნე ახსნა, რატომ გაყარეს ხალხი პარტიიდან ან პოლიტიკური საბჭოდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის„ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

„ეს პარტია კარგავს სოლიდურობას, მიმღებლობას. უამრავი ადამიანი და ერთ-ერთი მე ვცდილობთ, პარტია გადარჩეს, როგორც პლატფორმა, რომელიც იქნება მიმზიდველი, გადარჩეს პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვა და არა არსებულის განზიდვა. შესაძლებელი იქნება ჯამის მატება და არა ჯამის კლება, ძალების კონსოლიდაცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სადაც არის მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი.

„იქ, სადაც არის მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.