1755789261
იონათამიშვილი სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსზე: კითხვა ისმის ევრობიუროკრატების მიმართ - თუ ისინი არ ენდობიან ევროკომისიის დაკვეთილი კვლევის შედეგებს გამოდის, რომ მათ გააჩნიათ სუბიექტური განწყობები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ

კითხვა ისმის ევრობიუროკრატების მიმართ - თუ ისინი არ ენდობიან ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებს მაშინ გამოდის, რომ მათ გააჩნიათ სუბიექტური განწყობები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ერთი კვირის მანძილზე უკვე მეორედ, ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კვლევებით საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს.
„ერთი კვირის მანძილზე უკვე მეორედ, ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კვლევებით ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს. დღეს უკვე მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, საქართველო უსწრებს არაერთ ქვეყანას. მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს და ეს არის ობიექტური რეალობა. ამ რეალობას ამავე დროს ზურგს უმაგრებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც ნათელი გახდა, რომ საქართველოს სასამართლოსთან ბევრი ტყუოდა, ხოლო სასამართლო იყო მართალი, მათ შორის კონკრეტული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. ახლა კითხვა ისმის ევრობიუროკრატების მიმართ - თუ ისინი არ ენდობიან ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებს მაშინ გამოდის, რომ მათ გააჩნიათ სუბიექტური განწყობები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ევროკომისიამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა.
საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 55.3% მიიღო. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა.