დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ნახეთ ვალუტის ახალი კურსი
1755781383
მასწავლებლის სახლს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მთავარი მიზანი პედაგოგებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების პირობების შექმნაა. მასწავლებლის სახლის ახალი ხელმძღვანელი პედაგოგებზე ზრუნვას მათთან თანამშრომლობით აპირებს.
გამოცდილება და პროფესიონალიზმი - განათლების მინისტრის განცხადებით, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი ამ კრიტერიუმებით შეირჩა. ეკატერინე ხუციშვილი 1991 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა. იკავებდა სკოლის დირექტორის პოზიციასაც. რამდენიმე წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა ძველი თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს. ეკატერინე ხუციშვილი საზოგადოებას განათლების მინისტრმა წარუდგინა.
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმას მინისტრი მთავარ პრიორიტეტად ასახელებს. პროფესიონალი კადრების შერჩევა კი ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ეკატერინე ხუციშვილი უკვე შეხვდა მასწავლებლის სახლის თანამშრომლებს და მათთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მასწავლებლის სახლის ახალი ხელმძღვანელი საქმიანობას უკვე შეუდგა. მანამდე ეკატერინე ხუციშვილი, წლების განმავლობაში, განათლების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტში მუშაობდა. ხელმძღვანელობდა რეგიონული მართვის სამმართველოს.