ძლიერი წვიმა, თოვლი, ზღვაზე შტორმი... - ამინდი მკვეთრად უარესდება
1732476578
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან გუშინდელ აქციაზე მომხდარ ინციდენტს სამწუხაროს უწოდებს და მას სახალხო დამცველის თანამდებობაზე ამჟამინდელ საქმიანობას არ უკავშირებს.
იოსელიანის შეფასებით, პარლამენტთან იყვნენ სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონდათ პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში მისი პოლიტიკური შეფასებები და ამის მიმართ მიუღებელი ფორმით გამოხატეს პროტესტი.
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ ამ ინციდენტს არ ვუკავშირებ ჩემს საქმიანობას. იქ იყვნენ განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული მოსაზრებებით, რომელთაც არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური შეფასებები, როცა პოლიტიკაში ვიყავი და ამის მიმართ გამოხატეს პროტესტი იმ ფორმით, რომელიც ყველასთვის მიუღებელია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
აღნიშნული განცხადება მან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გააკეთა, სადაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების მოსანახულებლად მივიდა.
ცნობისთვის, პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ადგილზე მისულ სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს რუსეთის მონა უწოდეს, კვერცხები ესროლეს და წყალი შეასხეს. ლევან იოსელიანი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.