ინდექსები და რეიტინგები, რომლებსაც ყველაზე ავტორიტეტული დასავლური ორგანიზაციები აქვეყნებენ, რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

საერთაშორისო შემფასებელი ცენტრის „დემოკრატიების ალიანსის“ დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიშს ლევან მაჭავარიანი მედიასთან აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ინდექსები და რეიტინგები, რომლებსაც ყველაზე ავტორიტეტული დასავლური ორგანიზაციები აქვეყნებენ, რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი.

„ეს არის კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ სტატისტიკასა და კონკრეტულ გამოანგარიშებაზე დაყრდნობილი, ნაცვლად იმისა, რომ ძირითადად აღქმების თეორია აქვთ შექმნილი ევრობიუროკრატებს, „დიფ სთეითის“ მსახურებას და ეს აღქმების თეორია დაფუძნებულია რიტორიკაზე, მაშინ, როდესაც ეს ინდექსები და რეიტინგები, რომელსაც აქვეყნებს ყველაზე ავტორიტეტული დასავლურ ორგანიზაციები, ეს რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი და ფაქტებს ასახავს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დემოკრატის აღქმის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა.