მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ის, რაღაც გარკვეული პოსტი, რომელიც მან გამოდო და კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ თურმე იმის მიუხედავად, რომ მას უსრულდება უფლებამოსილება, არ აპირებს დატოვოს სასახლე, ძალაუფლებას ავადმყოფურად ჩაჭიდებული ადამიანის მოქმედებებს ჰგავს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
„იმის გარდა, რომ სალომე ზურაბიშვილი გარედან წამოსულ კონკრეტულ დავალებებს ასრულებს და ეს ერთი პრობლემაა, მას აშკარად საკუთარი პირადი პრობლემებიც აქვს პოზიციის დატოვებასთან დაკავშირებით.
14 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის არჩევა მოხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ და 29 დეკემბერს მოხდება ინაუგურაცია, რის შემდგომაც ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქალის პარანოიკული ქმედებები“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია.