იმის აუცილებლობას ვხედავთ, რომ მოხდეს რეგულაციები სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას და ფასები ბაზარმა და არა კომპანიებმა დაარეგულიროს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

 იმის აუცილებლობას ვხედავთ, რომ მოხდეს რეგულაციები სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას და ბაზარი მართლაც იყოს თავისუფალი და ფასები ბაზარმა და არა კომპანიებმა დაარეგულიროს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ამ დრომდე კომისიაში რაც მივიღეთ ინფორმაცია, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყანაში ნამდვილად საჭიროა რეგულაციები. ვიცით ყველამ ღია ეკონომიკაში, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს, მაგრამ ბაზარი არ უნდა დაიპყროს ორმა, ან თუნდაც ოთხმა კომპანიამ. იმის აუცილებლობას ვხედავთ, რომ მოხდეს რეგულაციები სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას და ბაზარი მართლაც იყოს თავისუფალი, ფასები ბაზარმა და არა კომპანიებმა დაარეგულიროს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას განაგრძობს.