დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ზოგადად, თუ პოლიტიკური პარტია არსებობს, ის არჩევნებში მონაწილეობას იღებს
„ჩვენ არ ვიცით არჩევნები საერთოდ ჩატარდება თუ არა, როგორ ჩატარდება, როგორ მივალთ აქამდე და ამიტომ, ყველას უჭირს წინასწარ რამის თქმა, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.