1732386875
ილია დარჩიაშვილი: საქართველო მწვანე ენერგიის და და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება
ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად აახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას.
მისი თქმით, დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. რუმინეთში შეიკრიბნენ ლიდერები და ხელი მოწერა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის. აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოს ამ პროცესში აქვს გამორჩეული ადგილი. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ხდება ამ მიმართულებით მწვანე ენერგიის და და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და საქართველოს გადაცემის ნაწილშიც აქტიური და მნიშვნელოვანი როლი ექნება მომავალშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად აახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან. დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ეს ნიშნავს, რომ ეს პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის მხრიდან. გარდა იმისა, რომ 2 ევროკავშირის წევრი ქვეყანა არის მონაწილე ამ შეხვედრის, ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ენიჭება მორიგი ბერკეტი, რომ შეასრულოს რეგიონული ლიდერი ქვეყნის როლი, რაც ეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პრიორიტეტია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.