ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში გულთბილი მიღებისა და გამართული შეხვედრებისთვის.

„მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ვიზიტი დამატებით იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის  თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის წამყვანი ქვეყანა და გამოითქვა მზაობა  გააქტიურდეს შემდგომი მუშაობა ამ კავშირების კიდევ უფრო განსავითარებლად.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს და აზერბაიჯანის როლზე რეგიონის ენერგო დამოუკიდებლობისა და ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ალტერნატიული სარტანზიტო მარშუტების განვითარების კუთხით, ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ჩართულობით არსებული პროექტების წარმატებულ მიმდინარეობას.

მხარეები შეთანხმდნენ სამთავრობოთაშორისო კავშირების შემდგომ გააქტიურებაზე სხვადასხვა სფეროში საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარების მიზნით“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.