1757481928
იან პრაუდი: თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაზე უზარმაზარი წნეხი მოდის ევროპიდან. „ქართული ოცნების“ მთავრობას ჩემი მხრიდან ვუყურებ ისე, რომ მათ სურთ კონცენტრაცია საქართველოზე, რომ გაუმჯობესდეს კეთილდღეობა, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები

„ქართული ოცნების“ მთავრობას ჩემი მხრიდან ვუყურებ ისე, რომ მათ სურთ კონცენტრაცია საქართველოზე, როგორ გაუმჯობესდეს კეთილდღეობა, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, - განაცხადა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდიმ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
„დიდი ცვლილებები მიმდინარეობს და თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაზე უზარმაზარი წნეხი მოდის ევროპული ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან. მე პირადად ამას ვხედავ როგორც გადამდგარი დიპლომატი. წნეხია იმაზე, რომ საქართველო აუცილებლად ევროპის ქვეყნებთან დადგეს და არა სხვა ქვეყნებთან, დაასანქციროს რუსეთი და ჩაერთოს სისხლისგან დამცლელ ომში, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. საქართველოს, „ქართული ოცნების“ მთავრობას ჩემი მხრიდან ვუყურებ ისე, რომ მათ სურთ კონცენტრაცია საქართველოზე, როგორ გაუმჯობესდეს კეთილდღეობა, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ყველაფერი სხვა, ეს გახლავთ კომპლექსურობა, რომელიც ნამდვილად არ დაეხმარება საქართველოს“, - აღნიშნა ყოფილმა დიპლომატმა.