პოლონეთის პრეზიდენტი - ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, მუდმივ კონტაქტზე ვიყავი თავდაცვის მინისტრთან და შეიარაღებული ძალების მეთაურებთან, სამშობლოს უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია

გჯ

პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკი განაცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით ის მუდმივ კონტაქტზეა თავდაცვის მინისტრსა და სამხედრო ხელმძღვანელობასთან.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, მე მუდმივ კონტაქტზე ვიყავი ეროვნული თავდაცვის მინისტრთან და პოლონეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი რანგის მეთაურებთან.  მონაწილეობას ვიღებდი შეიარაღებული ძალების ოპერაციულ სარდლობაში გამართულ ბრიფინგებში. მალე ბრიფინგს ჩავატარებ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროში, სადაც მთავრობის მეთაურიც იქნება წარმოდგენილი. ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია და მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.