13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს. ეს არ გულისხმობს რუსეთის მხარდაჭერას, ეს გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობს დიდი ბრიტანეთის ელჩის გზავნილზე, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროპულ სანქციებს, უზრუნველყოს, რომ რუსეთს არ ჰქონდეს შემოსავალი ნავთობიდან და გაზიდან და რატომ არის საკვანძო საქართველოს საკითხი ბრიტანეთისა და ევროპისთვის.
„ძალიან გული მწყდება, რომ ბრიტანეთის ელჩმა ეს განაცხადა. საქართველოს მეზობელია რუსეთი, 90-იან წლებში გამანადგურებელ ომში იყო ჩართული. იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ევროპული ელიტები საქართველოს ნატო-ში იწვევდნენ, რაც დამანგრეველი შეიძლება ყოფილიყო საქართველოსთვის. რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს. ეს არ გულისხმობს რუსეთის მხარდაჭერას, ეს გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. [სანქციები] დიდად არ მუშაობს, რადგან რუსეთი არ გვანახებს არავითარ ნიშანს, რომ ომს დაასრულებს. მისი ეკონომიკა მორგებულია ომზე, ვაჭრობს ინდოეთთან, ჩინეთთან, ევროკავშირზე უკეთესი [ეკონომიკური] მაჩვენებელი აქვს. დიდად არ იტანჯება რუსეთი. შეიძლება იტანჯებოდეს, მაგრამ ნამდვილად იტანს ამ ტკივილს და დამერწმუნეთ სანქციებს დიდი ეფექტი არ აქვს“, - აღნიშნა დიპლომატმა.