ჰყავთ ასეთი გუნდი: „გამოუვალი მდგომარეობა“, რომელიც თავისი სახელით ზუსტად ასახავს მათ მდგომარეობას იმიტომ, რომ მათ მოატყუეს ხალხი - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის ტყუილსა და აქციებს არანაირი რესურსი არ აქვა. მამუკა მდინარაძემ შეფასებები პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ყველა პარტიას ჰყავს თავისი მხარდამჭერი და მათაც იმ მცირერიცხოვან მხარდამჭერებში, რასაც ხელოვნების წარმომადგენლები ჰქვიათ ხოლმე, ჰყავთ ასეთი გუნდი - „გამოუვალი მდგომარეობა“, რომელიც თავისი სახელით ზუსტად ასახავს მათ მდგომარეობას იმიტომ, რომ მათ მოატყუეს ხალხი, რომ 25-30% ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. ახსნა არ აქვთ, ეს სულელური პროტესტები რომ არ აორგანიზონ, რა უნდა უთხრან თავის მხარდამჭერებს. მართლა გულწრფელად თანავუგრძნობ მათ.

იმ ტყუილის საფუძველზე მეორე ტყუილის თქმა დასჭირდათ, რომ მმართველ პარტიას ნაცვლად 25%-ისა იმიტომ აქვს 54%, რომ რამდენიმე ასეული ათასი ხმა გააყალბესო. ერთი მდაბიო ტყუილის გადასაფარად მეორე უფრო მასშტაბური და კიდევ უფრო მდაბიო ტყუილი შესთავაზეს და სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, მათი მომხრეების მცირე ნაწილი, რომელიც ამ სიგიჟეს იჯერებს, მაგრამ ვიღაც ხომ იჯერებს. ვიღაცას ხომ გულწრფელად სჯერა, რომ ორი მილიონიდან გაყალბდა 300 ათასი ხმა და მმართველმა გუნდმა ჩაყარა. ამის თეორიულ დაშვებას ხომ აკეთებს ვიღაც.

არავის არ მივაყენებ შეურაცხყოფას, ვისაც არ უნდა დაუჭიროს მხარი, ამომრჩეველია, თავისი აზრი აქვს. ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავთ, „მთავარ არხს“, „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ რომ უყურო ორი კვირის განმავლობაში, შეიძლება, ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი აღმოჩნდე.

ის, რომ ელექტრონული არჩევნების პირობებში ორი მილიონიდან 300 ათასი ხმა შეიძლება, ვიღაცამ ჩაყაროს, ჩემთვის რომ ვიღაცას რომ ეთქვა, მე პირადად შეურაცხყოფად მივიღებდი და შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს. არც ამ ტყუილის განვრცობას აქვს რამე რესურსი და არც ამ აქციებს.

ტყუილში ცხოვრობენ - მაგალითად, ქართველი ფესვდოლიბერალების აზრით, ამერიკელი ხალხი დღეს ჩელიაბინსკში გაიღვიძებს, ასეთი ნარატივი აქვთ. მათ რომ ჰკითხო, ჩელიაბინსკში გაიღვიძებენ ამერიკელები დღეს, რადგან ტრამპი იმარჯვებს, ახლა წარმოიდგინეთ, კამალა ჰარისმა რომ დაიწყოს, რომ ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო. დაახლოებით, ამ დონის კამპანია აქვთ საქართველოში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.