ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით 28 იანვარს დაგეგმილი ბრიფინგი უამინდობის გამო გადაიდო

ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით 28 იანვარს დაგეგმილი ბრიფინგი გადაიდო. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ამინდთან დაკავშირებული მიზეზის გამო ბრიფინგი გადაიდო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიაში 28 იანვარისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე განცხადებები უნდა გაეკეთებინათ: McLarty Associates-ის მმართველი დირექტორს, კლერ კაიზერს, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორს, ლორა თორნტონსა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარს, ოლესია ვართანიანს.