გვესმის ოპონენტების წარმოუდგენლად აბსურდული, შეიძლება ითქვას, თავხედური განცხადება, რომ თურმე საქართველო ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიულობის იმ ხარისხს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა.

„როდესაც თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვაინიციირებდით, იმიტომ გვქონდა ამის როგორც მორალური, ისე ლეგიტიმური უფლება, რომ გვესაუბრა სხვა ორგანიზაციების გამჭვირვალობაზე, რომ საქართველო პირველია მსოფლიოში გამჭვირვალე ბიუჯეტით, მათ შორის ამ კვლევითაც ევროპის მასშტაბით პირველია.

ის ფაქტი, რომ დემოკრატიის ხარისხი ყოველ ჯერზე უმჯობესდება და კვლევები საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც არაერთხელ ვამბობთ, ვამტკიცებთ და რის გამოც ქართველი გვაძლევს ხმას. ამის საწინააღმდეგოდ გვესმის ოპონენტების წარმოუდგენლად აბსურდული, შეიძლება ითქვას, თავხედური განცხადება, რომ თურმე საქართველო ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიულობის იმ ხარისხს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო. ამაზე უფრო მეტად ირონიული, არაკეთილსინდისიერი განცხადება არ შეიძლება რამე იყოს“, - აღნიშნა წილოსანმა.