გვეამაყება, რომ ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, ინტერესი ამ პროექტის მიმართ არ იკლებს და პირიქით, იზრდება ირაკლი ჩიქოვანი "ჯარის ბანაკის" გახსნის ღონისძიებაზე

ირაკლი ჩიქოვანი

"ჩვენ გვჭირდება თითოეულ მოქალაქეში და განსაკუთრებულად ახალგაზრდებში, ყველას დავანახოთ ის პატრიოტული სულისკვეთება, რომელიც ჩვენს ჯარში სუფევს" - ეს განცხადება  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა "ჯარის ბანაკის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, საამაყოა, რომ ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, ინტერესი ამ პროექტის მიმართ არ იკლებს და პირიქით, იზრდება.

"ჩვენ გვჭირდება თითოეულ მოქალაქეში და განსაკუთრებულად ახალგაზრდებში, ყველას დავანახოთ ის პატრიოტული სულისკვეთება, რომელიც ჩვენს ჯარში სუფევს. ეს არის ძალიან საინტერესო დღეები, დღეები, რომლებიც თქვენ შეგძენთ ახალ შესაძლებლობებს, მოგცემთ ახალ ცოდნას, მოგცემთ გამოცდილების გაზიარების საშუალებას, რომელიც აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი ჯგუფის მეთაურები არიან, იმ ინსტრუქტორებს, რომლებსაც ზურგს უმაგრებს ათწლეულობით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ გვეამაყება, რომ ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, ინტერესი ამ პროექტის მიმართ არ იკლებს და პირიქით, იზრდება. ჩვენ უვე რამდენიმე ათასს მივაღწიეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში და ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ ამ პროექტს როგორც აქ კოჯორში, სერჟანტთა აკადემიაში, ასევე საჩხერეში, სამთო მომზადების სკოლაში და წლიდან წლამდე ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენ ეს პროექტი," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.