„პირველად ვამბობ ამას… ესენი არიან მატყუარა არსებები..." - გოგა მანია
1770582209
საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთშია. მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრას გამართავს პეტერ სიიარტოსთან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია შეხვედრა ეროვნული ასამბლეის სპიკერთანაც.
რამდენიმე საათში დაიწყებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უმაღლესი დონის შეხვედრებს. პირველი, ვისაც მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება ეს არის უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პიტერ სიიარტოსთან ქართველი დიპლომატი განიხილავს ორმხრივი პარტნიორობის საკითხს, ასევე თბილისსა და ბუდაპეშტის ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
პარალელურ რეჟიმში განხილვის საგანი აუცილებლად იქნება ევროკავშირში მიმდინარე მოვლენები, რომლის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მედიასთან უფრო ვრცლად ისაუბრებენ მათ შორის შემდგარ შეხვედრასთან დაკავშირებით.
შემდგომ, მაკა ბოჭორიშვილი გადაინაცვლებს უნგრეთის პარლამენტში, სადაც ის შეხვდება ეროვნული ასამბლეის სპიკერს. აქაც ერთ-ერთი განხილვის საგანი იქნება ორმხრივი პარტნიორობის საკითხი.
რაც შეეხება უშუალოდ კონფერენციას, გლობალური დიალოგი ბუდაპეშტში, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას უკვე ხვალ შედგება.
"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სწორედ საქართველოს გამოწვევებზე, ხედვებზე ვისაუბროთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლა, მშვიდობის დაცვა და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, სადაც ერთგვარად გადაკვეთა ხდება ძალიან ბევრი გამოწვევის და ინტერესის. უნგრეთი არის საქართველოს ძალიან მტკიცე და ხმამაღალი მხარდამჭერი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ განვიხილოთ ყველა ის გამოწვევა თუ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დგას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ასევე, ის თემები, რომლებიც უკავშირდება ჩევნი ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციონირებას. ამ შემთხვევაშიც უნგრეთის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.