გარდაიცვალა „რა სად?როდის?" წევრი ბესიკ ბუთურიშვილი
1731651782
"ძლიერი საქართველო" მანდატების დატოვებას და სიების ჩახსნას აანონსებს და ოპოზიციას ამ პროცედურას ერთობლივად, ერთსა იმავე დროს სთავაზობს, თუმცა მამუკა ხაზარაძის გუნდი არ უერთდება იმ ორი კოლეგა კოალიციის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეგისტრაციის გაუქმებაზე განცხადებას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა და, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებენ, რომ მანდატებზე უარის თქმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდეც შესაძლებელია.
გავრცელებულ განცხადებაში მამუკა ხაზარაძემ განმარტა, როგორც "საარჩევნო კოდექსის" 120-ე, ასევე, კონსტიტუციის 39-ე მუხლი და განაცხადა, რომ მანდატების გაუქმება მხოლოდ პირველი სხდომის, ანუ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ არის შესაძლებელი. მისივე თქმით, კოალიციის პოლიტსაბჭომ სადეპუტატო მანდატების ოფიციალურად დატოვების გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა.
"ძლიერი საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ კარგი იქნება, თუ მანდატებზე უარის თქმა და პირველი მოწვევის პარლამენტის შეკრება ერთ დღეს მოხდება.
"ჩვენ გვაქვს მზაობა იმისა, რომ უარი ვთქვათ მანდატებზე. ჩვენ გვაქვს მზაობა იმისა, რომ ჩავხსნათ სიები. ახლა საჭიროა, რომ დაველოდოთ იმ დღეს, როდესაც კანონმდებლობით გახდება შესაძლებელი ამის განხორციელება და ეს მოხდება მხოლოდ პირველი მოწვევის პარლამენტის შემდგომ პერიოდში. კარგი იქნება თუ ეს პოლიტიკური აქტი მოხდება ერთ დღეს და ერთდროულად. მზად ვართ, რომ ეს პოლიტიკური აქტი განხორციელდეს პრეზიდენტის ხელშეწყობით," - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ლანა გალდავამ.
რაც შეეხება "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მათი შეფასებით, ინიციატივას შეუერთდებიან და საერთო სტრატეგიის ფარგლებში ერთობლივად იმოქმედებენ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" განცხადება რომ ცესკომ შემაჯამებელ ოქმებში არ გაითვალისწინოს ჩვენი პარტიული სიით გათვალისწინებული კანდიდატების საკითხი, ეხება პარლამენტის დელეგიტიმაციას. პარლამენტი რომ არ შეიკრიბოს ამ საკითხს ეძღვნება ჩვენი ინიციატივა. რაც განაცხადა "ლელომ" რომ მანდატებზე უარი ვთქვათ, პარტიული სია ჩავხსნათ, უკვე ეხება იმ საკითხს, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება "ქართული ოცნების" მონაწილეობით, ერთპარტიულად, შემდეგ უკვე ოპოზიციის დეპუტატები მანდატზე უარს ამბობენ. ჩვენ ამ ორივე მიდგომას გამოვიყენებთ. ინიციატივას ჩვენ, რა თქმა უნდა, შევუერთდებით, ერთობლივად განვიხილავთ და საერთო სტრატეგიის ფარგლებში ერთობლივად ვიმოქმედებთ," - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.