კატები შესაძლოა ადამიანებში კიბოს მკურნალობის გასაღებს ფლობდნენ
1772131887
"ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალურ კვლევას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსული ომის მანქანის დაფინანსების მთავარ არხებად რჩება.
"ბინძური ფული - დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე მოქმედმა კომპანიებმა სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 6 მილიარდი ფუნტი ივაჭრეს", - ამ სათაურით კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა.
საუბარია 29 000-ზე მეტ სავაჭრო ტრანზაქციაზე, რომელთა საერთო ღირებულება 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. მასალებით დგინდება, რომ რუსეთმა გაიტანა ათასობით დასახელების საქონელი, რომელიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა, მათ შორის ქვანახშირი, ფოლადი და ტყვია. საუბარია ძვირადღირებული იახტების ექსპორტზეც.
საკითხს აფასებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველოს მოუწოდებდნენ სანქციებთან მიერთებისკენ, თავად ბრიტანეთს არ შეუჩერებია ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან.
"ჩვენ გვაიძულებდნენ, რომ როგორმე დაგვეწესებინა სანქციები, გაგვეგზავნა მოხალისეების თვითმფრინავი უკრაინაში. ამ დროს, თვითონ გაცხოველებული ვაჭრობა აქვთ რუსეთის ფედერაციასთან, სხვადასხვა კომპანიასთან, სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით.
ეს არის წარმოუდგენელი აბსურდი, ორმაგ სტანდარტზე მეტი, ასე რომ ამ ყველაფერთან აკავშირებდათ, როგორც ხელისუფლებამ ჩვენი დასკვნები გამოვიტანეთ", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.