1759656074
"გუშინდელ არჩევნებზე, ისევე, როგორც გასული წლის ოქტომბერში, გამოიყენებოდა ძალზე დაცული და ეფექტური ტექნოლოგიური სისტემა" - საერთაშორისო დამკვირვებელი

გასული დღის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და არჩევნებზე გამოყენებულ ტექნოლოგიებს საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ.
როგორ საერთაშორისო დამკვირვებელმა ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგმა განაცხადა, არჩევნებზე გამოყენებული ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დაცულობას.
"გუშინ, ისევე, როგორც გასული წლის ოქტომბერში, გვქონდა ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მაღალი დაცულობის ტექნოლოგია გახლავთ.
ბასკეტში ჩვენთვის უფრო მარტივია, მაგრამ აქ ადამიანებმა უკვე ისწავლეს ამ სისტემის გამოყენება და საკმაოდ კარგად იყენებენ მას. როგორ გასული წლის ოქტომბერში ვიხილე, ადამიანების მიდიან საარჩევნო უბანზე, მარკირება აქვთ ხელზე, ხდება მათი იდენტიფიკაცია, იღებენ ბიულეტენს, აკეთებენ საკუთარ არჩევანს და ხმას აძლევენ.
აღნიშნული ტექნოლოგია, თუ არ ვცდები, ამერიკული ტექნოლოგია გახლავთ, ისეთი ტექნოლოგიაა, ჩემი აზრით, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იყენებს მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ ძალზე დაცული და ეფექტური ტექნოლოგიაა", - განაცხადა ლუკ ურიბ-ეჩებარიამ.