გუშინ ჩატარებულა ენერგეტიკოსთა მარში, არ დამეზარა და ყველა გამოშვებას ვუყურე. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით ენერგეტიკის სექტორიდან მანდ არავინ ყოფილა - გიორგი ფანგანი

ფანგანი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი გუშინ ჩატარებულ ენერგეტიკოსთა მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც მან აღნიშნა, სრული პასუხისმგებლობით შეუძლია თქვას, რომ ენერგეტიკის სექტორიდან მარშზე არავინ ყოფილა და ეს საცირკო საქმიანობის მოხელეთა მარში უფრო იყო.

„გუშინ ჩატარებულა ენერგეტიკოსთა მარში, არ დამეზარა და ყველა გამოშვებას ვუყურე. პომპეზურად გამოაცხადეს ეს ის ხალხია, ვისი წყალობითაც გვაქვს შუქიო.

მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით ენერგეტიკის სექტორიდან მანდ არავინ ყოფილა! საცირკო საქმიანობის მოხელეთა მარში უფრო იყო“, - წერს გიორგი ფანგანი.