„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
თუ მოხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში პოლიციელის დაზიანება და რაიმე ტიპის დახმარება სჭირდება, ბუნებრივია სახელმწიფომ ეს ფუნქცია უნდა უზრუნველყოს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას, შსს-მ შეიმუშავა.
„ბოლო წლებში განსაკუთრებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის და ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აქვთ სახელმწიფო უწყებებს და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი არის პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურები.
ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად უსამართლოდ მიმდინარეობს ზეწოლა პოლიციელებზე. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციელი არის დაცული - სოციალური მიმართულება არის საკმაოდ დაცული. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მისი დაზიანება და რაიმე ტიპის დახმარება სჭირდება პოლიციელს, ბუნებრივია სახელმწიფომ ეს ფუნქცია უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შსს-მ შეიმუშავა, დღეს პარლამენტის ბიუროზე დაინიცირდება.