გურამ მაჭარაშვილი: უკრაინაში ომის დასრულების საკითხი დღის წესრიგში როგორც კი დგება, ევროპაში მეორედ მოსვლაა, ამბობენ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდეს, რუსეთი მათთვის მოიცლის

გურამ მაჭარაშვილი

ევროპელები პირდაპირ ამბობენ, უკრაინაში რატომ უნდა იყოს მშვიდობა, ამის არგუმენტი ისაა, რომ თურმე, რუსეთმა არ მოიცალოს ბალტიისპირა ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პირდაპირ ამბობენ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდეს, კრემლი მათთვის მოიცლის.

„გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ თავის ზნეს არ იცვლიან. სამწუხაროა, რომ უკრაინაში ომია და მათ მშვიდობას ვუსურვებთ. ეს ადამიანები თავიდანვე ამბობდნენ, რომ უკრაინაში ომი უნდა იყოს და როგორც კი დღის წესრიგში დადგება უკრაინაში მშვიდობის დამყარება, „ნაცმოძრაობის“ ფილიალებსა და აგენტურაში ჟრიამულია. ჩვენ ვწუხვართ, რომ უკრაინაში ომია, მაგრამ მოხარული ვართ, რომ საქართველოში მშვიდობაა. ევროპელები პირდაპირ ამბობენ, უკრაინაში რატომ უნდა იყოს მშვიდობა. ამის არგუმენტი ისაა, რომ თურმე, რუსეთმა არ მოიცალოს ბალტიისპირა ქვეყნებისთვის. პირდაპირ ამბობენ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდეს, შემდეგ მათთვის მოიცლის. ეს თქვეს შვედეთისა და ბალტიისპირა ქვეყნების წარმომადგენლებმა. როგორც კი, დღის წესრიგში უკრაინაში ომის დასრულების საკითხი დგება, მეორე დღესვე ევროპის სახელმწიფოებში მეორედ მოსვლა აქვთ, რადგან მათი მიზანია, როგორმე ევროპაში მშვიდობა შეინარჩუნონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.