გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ბულინგი, შეჭრა არის რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური, ფაშისტური ბუნება, ეს ხალხი კიდევ აჩენს სახეს, რაც უკვალოდ არ ჩაივლის

გურამ მაჭარაშვილი

ვხედავთ, რომ რეალურად გრძელდება რევოლუციური სცენარი, ამ შემთხვევაში უკვე ტელევიზიაზე, მედიაზე – პირდაპირი შტურმი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანი მიღწეული არ იქნება.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ რადიკალურ ოპოზიციას მათი პატრონებიდან ჰქონდა პირდაპირი გეგმები, არჩევნების შემდეგ რადიკალური პროცესები დაეწყო. შტურმი პარლამენტზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მეტი არაფერი ხდება რევოლუციური სცენარების დროს. წააგეს არჩევნები, ეს დადასტურდა არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციისაა, ეს ეუთო/ოდირია, რომელმაც 2-3 დღის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები. ეუთო/ოდირი, რომელზეც აქცენტს აკეთებდა რადიკალური ოპოზიცია, რომ არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის დასკვნას დაეყრდნობოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად რევოლუციური სცენარი გრძელდება, ამ შემთხვევაში უკვე ტელევიზიაზე, მედიაზე – პირდაპირი შტურმი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რაც, რა თქმა უნდა, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დასრულდება იმ მიზნით, რა მიზანიც მათ აქვთ, მაგრამ თავად ეს ფაქტი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.

მიზანი ერთადერთი აქვთ, ბულინგი საზოგადოებაზე – ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მათი აზრით, ის მხოლოდ მათი საკუთრებაა, ეს საზოგადოების საკუთრებაა. იმ საზოგადოების, რომლის უმრავლესობამ ხელისუფლება აირჩია. ეს არის მათი ლიბერალურ-ფაშისტური ბუნება. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ძალიან კარგად გამოჩნდა მათი ბუნება. ერთი მხრივ, ეს „კარგი“ იყო ამ პროცესებში, რომ მათ დაადასტურეს, თავისუფლება მიაჩნიათ მხოლოდ მათი აზრის გამოხატვა. იმის იქით თუ ვინმე განსხვავებულს იტყვის, ის აღარ არის თავისუფლება. მაუწყებელზე ეს გამოჩნდა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბულინგი, შეჭრა და ა.შ. არის მათი რევოლუციური და ფაშისტური ბუნება, რაც აუცილებლად დასრულდება. ერთადერთი, რასაც ეს ხალხი აკეთებს, არის, რომ კიდევ აჩენს სახეს და ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ის ადამიანები, ვინც დღეს ასე სადისტურად იქცევიან, აუცილებლად საკადრის პასუხს მიიღებენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.