ტრამპი: ნეთანიაჰუ კატარს არ დაარტყამს

AP: ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის ტურნე დაასრულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი კატარზე თავდასხმას აღარ განახორციელებს.

გასულ კვირას ისრაელის მიერ დოჰაში განხორციელებულმა იერიშმა, რომლის სამიზნეც „ჰამასის“ ლიდერები იყვნენ, რეგიონში აშშ-ის მოკავშირეები უკმაყოფილო დატოვა.

ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვაზე, მისცა თუ არა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გარანტია, რომ ისრაელი კატარზე თავდასხმას აღარ განახორციელებს, ტრამპმა უპასუხა: „ის კატარს აღარ დაარტყამს“.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დოჰა „ძალიან კარგი მოკავშირეა და ბევრმა არ იცის ამის შესახებ“.

ნეთანიაჰუ „კატარს არ დაარტყამს, მაგრამ, შესაძლოა, სხვაგან დაესხას თავს [„ჰამასს“]“, - დასძინა ტრამპმა.