გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში საელჩოების უმრავლესობა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად არიან გადაქცეულნი

გურამ მაჭარაშვილი

საქართველოში საელჩოების უმრავლესობა აშკარად და პირდაპირ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად არიან გადაქცეულნი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

ამგვარად, დეპუტატი გუშინ საპროტესტო აქციაზე პარლამენტის შენობის მიმართულებით პიროტექნიკის გამოყენებას გამოეხმაურა.

„საელჩოები საქართველოში, უმრავლესობა მათგანი გადაქცეულია„კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად, აშკარად და პირდაპირ. კანონით აკრძალული რაც არის იმას ისვრიან, მათ შორის, ევროპის ქვეყნებშია აკრძალული, აშშ-ია აკრძალული ფეიერვერკები. რატომ არ გამოდიან ახლა და რატომ არ გმობენ იმას, რომ აქციაზე ამ კანონს არღვევენ. ისევ ფანჯრები ჩაიმსხვრა საქართველოს პარლამენტში და ა.შ. ეს ხომ პირდაპირი მონაწილეობა და წახალისებაა იმ რადიკალური პროცესების, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა სწორედ საელჩოების მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა.