გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ არაერთხელ მოგვისმენია უსამართლო, უსაფუძვლო განცხადებები ევრობიუროკრატიის მხრიდან

გურამ მაჭარაშვილი

სამწუხაროდ არაერთხელ მოგვისმენია უსამართლო, უსაფუძვლო განცხადებები ევრობიუროკრატიის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა გურამ მაჭარაშვილი კაია კალასის განცხადებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბრიუსელში საქართველოზე იანვარში ცალკე იმსჯელონ. პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, რომ მას ასეთი მიდგომა არ უკვირს.

მაჭარაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში მიმდინარე პროცესები მაღალ შეფასებას უსვამს ხაზს და ევრობიუროკრატიის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე აკეთებს აქცენტს და ბრიუსელში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს უინტერესოს უწოდებს.

„ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. საქართველოს სახელმწიფო მიდის წინ, ვითარდება, ყოველწლიურად არის ეკონომიკური წინსვლა. კიდევ ბევრია გასაკეთებელი და გეგმები რა თქმა უნდა არსებობს. მარტა კოსის შეფასებით, თურმე პოლიტიკური უკუსვლა შეიძლება იყოს ქვეყანაში და ეკონომიკური წინსვლა. დამისახელოს ვინმემ ერთი ქვეყანა, რომ იყოს პოლიტიკური უკუსვლა და ეკონომიკური წინსვლა“, - ამბობს მაჭარაშვილი.

✕