შავი ზღვის სანაპიროზე ორი გიგანტური ქარბორბალა გამოჩნდა
1754303643
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით სხდომაზე, სადაც კომისიის დასკვნა დამტკიცდა, საზოგადოებას მიმართა.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში. ვინც წაიკითხავს ამ სამართლებრივ დასკვნას (და დარწმუნებული ვარ ბევრი წაიკითხავს), მიხვდება თუ რატომ გახდება ამ საგამოძიებო კომისიის ეს დასკვნა ისტორიული და სამართლებრივი სახელმძღვანელო მომავალი თაობებისთვის“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და აღნიშნა, რომ ნიურნბერგის პროცესის მსგავსად, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახდება ერთგვარი სახელმძღვანელო მომავალი თაობებისთვის, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა.
დეპუტატმა მადლობა გადაუხადა კომისიის თითოეულ წევრს და განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში ეს დოკუმენტი იქნება საპარლამენტო დონის პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც მოჰყვება პრაქტიკული შედეგები პოლიტიკაში.
„დავიწყებ მადლობით. გარდა იმისა, რომ ქალბატონ თეას კომისიის წევრის უფლებამოსილების შესრულება უწევდა, როგორც კითხვების დასმის, ასევე სხვა ფორმატში, პარალელურად უწევდა იმ ემოციების დარეგულირება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვქონდა. კითხვის დასმა შესაძლოა იმაზე ადრე დაგვეწყო, ვიდრე ამას პროცესი ითვალისწინებდა იმიტომ, რომ ემოცია ასე ითხოვდა, ამის რეგულირებაც გიწევდათ [თეა წულუკიანს] და მადლობა ამისთვის. ნებისმიერი ჩვენგანის კითხვა, რომელზე პასუხიც დარწმუნებული ვარ, დასკვნაში ასახულია მტკიცებულებად, ვერ იქნებოდა ისე, რომ არა თქვენი ჩართულობა ამის რეგულირების პროცესში. რაც შეეხება დასკვნას, არაერთხელ ითქვა, რომ ის არის ისტორიული. დავეთანხმები კოლეგებს, რომ თამასაც აწეულია ამ კომისიის მუშაობისა და შედეგიც უფრო მაღალია. თამამად ვიტყვი, რომ საქართველოს ისტორიაში არ არსებობს საპარლამენტო დონის ისეთი სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი, რომელსაც მოჰყვა პრაქტიკული შედეგები პოლიტიკაში. ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს დოკუმენტი იქნება იმ ხარისხის და ისეთი ისტორიული მნიშვნელობის, რომ გახდება სახელმძღვანელო მომავალი თაობებისთვის და იქნება საფუძველი იმის, რომ თაობებმა გაიგონ, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, არათუ ხელისუფლებაში, არამედ საერთოდ პოლიტიკაში. ნიურნბერგის პროცესი, რომლის გადაწყვეტილებაც წლების მერე გაიგეს თაობებმა, რადგან მაშინ არ იყო ინტერნეტი და ინფორმაციის გაცვლის მსგავსი საშუალებები, გახდა საფუძველი იმისა, რომ ჯერ გერმანიაში და შემდეგ მსოფლიოში გაეგოთ, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა. დღეს საქართველოში, ეს სამართლებრივი დასკვნა იქნება ისტორიული დოკუმენტი. ჩვენი ეს კომისია, რომელიც მართალია მხოლოდ 6-თვიანია და სამართლებრივად მეტი დრო არ აქვს, ასევე იქნება ისტორიული. დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში. ვინც წაიკითხავს ამ სამართლებრივ დასკვნას (და დარწმუნებული ვარ ბევრი წაიკითხავს), მიხვდება თუ რატომ გახდება ამ საგამოძიებო კომისიის ეს დასკვნა ისტორიული და სამართლებრივი სახელმძღვანელო მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.